- შექმნათ მონაცემთა ბაზისთვის ახალი ცხრილი phpMyAdmin-ის გარეშე
- ახალი მონაცემთა ბაზის ცხრილს შეუქმნათ თავისი გვერდი რამოდენიმე წამში
- ერთი კლიკით დაამატოთ ახალი ენა ან დაარედაქტიროთ პირდაპირ ადმინპანელიდან
- დაამატოთ ახალი მომხმარებელი
- მისცეთ მას არსებული უფლებები ან ახალი შეუქმნა
- შექმნათ დინამიური მენიუ
- შექმნათ პოსტები
- შექმნათ გვერდები
Redwine-ის მთავარი ფუნქცია არის ახალი მონაცემთა ბაზისთვის ცხრილის შექმნა phpMyAdmin-ის გარეშე და შემდეგ ამ ცხრილისთვის გვერდის გაკეთება. ამ გვერდზე კი თქვენ შეძლებთ მარტივად ნახოთ, დაამატოთ, დაარედაქტიროთ და წაშალოთ ცხრილში არსებული ინფორმაცია კოდის არცერთი ხაზის დაწერით სულ რამოდენიმე წუთში.
-
CMS (Content Management System)
-
Blogging Platform
Redwine არის Laravel-ისთვის განკუთვნილი Admin Panel და არა CMS. ის CMS და Fraimwork-ის ნაზავია, ამიტომ თქვენ შეძლებთ უმოკლეს დროში გააკეთოთ ყველაფერი რასაც კი მოინდომებ.
დარწმუნდი რომ შენი სერვერი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- PHP >= 7.1.3
- OpenSSL PHP Extension
- PDO PHP Extension
- Mbstring PHP Extension
- Tokenizer PHP Extension
- XML PHP Extension
- Ctype PHP Extension
- JSON PHP Extension
composer create-project --prefer-dist laravel/laravel blog
DB_HOST=localhost
DB_DATABASE=homestead
DB_USERNAME=homestead
DB_PASSWORD=secret
php artisan key:generate
composer require redwine/redwine
php artisan redwine:install
თუ ინსტალაციის დროს წააწყდი "Specified key was too long error" შეცდომას არ იდარდო ეს MySQL Error არის და https://laravel-news.com/laravel-5-4-key-too-long-error ამ ლინკის დახმარებით მარტივად შეძლებ
app/Providers/AppServiceProvider.php
ფაილი მარტივად შეცვალო :)
3. თუ იყენებ Laravel-ის 5.4 ან უფრო პატარა ვერსიას, მაშინ მოგიწევს Redwine-ის Service Provider და aliases ხელით ჩაწერა config/app.php ფაილში
Redwine\RedwinePackageServiceProvider::class, // Service Provider
'Redwine' => Redwine\Facades\Redwine::class, // aliases
laravel 5.5 და მაღალ ვერსიებში ხელით ჩაწერა აღარ არის საჭირო
Redwine ავტომატურად შეგიქმნის დროებით მომხმარებელს რომლის რედაქტირება მუდამ შეგიძლია
E-mail: [email protected]
Password: 123
php artisan serve
Redwine-ზე შესასვლელი ლინკი არის localhost:8000/redwine ან 127.0.0.1:8000/redwine